ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
"ფაქტორ ელექტრონიქსმა" დევნილები ელექტრო ტექნიკით უზრუნველყო
22/08/2008


პრესრელიზი

22 აგვისტო, 2008
დაუყოვნებლივი გავრცელებისათვის 

საკონტაქტო ინფორმაცია:
"ფაქტორ ელექტრონიქსი"
ტელ: 42 20 20; 37 13 43
ელ-ფოსტა:
info@factor.ge
ვებ-გვერდი: www.factor.ge


"ფაქტორ ელექტრონიქსმა" დევნილები ელექტრო ტექნიკით უზრუნველყო

[PUBLICITY.GE] თბილისი, 2008 წლის 22 აგვისტო - 22 აგვისტოს "ფაქტორ ელექტრონიქსმა" განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მხარდაჭერით ჰუმანიტარული აქცია განახორციელა.

დღის 12:00 საათზე ელექტრონიკის ცენტრ „ბრენდმოლიდან“ ელექტრო ტექნიკით დატვირთული მანქანები დაიძრნენ. საოჯახო ტექნიკა: სარეცხი მანქანები, ტელევიზორები, მაცივრები, ელექტრო ჩაიდნები - ჰუმანიტარული დახმარების სახით გადაეცათ სკოლებში კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილებს.

აქციის პირველი ნაწილი უკვე განხორცელდა 19 აგვისტოს, აქციის ფარგლებში საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეტანა სულ 28 სკოლაში იყო დაგეგმილი.

"ბრენდმოლის" სავაჭრო ცენტირდან ჰუმანიტარული დახმარების გასვლას დაესწრო განათლებისა და მეცნიერების მინისტრი და ასევე აქციის ორგანიზატორი ორივე სამინისტროს წარმომადგენლები.


###

წაკითხულია: 6125